მე ვარ მზია ჩხაიძე, თბილისის 49-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. პედაგოგობა ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც მუდმივად მოითხოვს სრულყოფასა და დახვეწას. ამიტომ ყოველთვის მაინტერესებს სიახლეები.
     ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვცდილობ, მიუხედავად ასაკისა, გავითავისო სწავლა-სწავლების ახლებური მეთოდები, მხედველობიდან არ გამომრჩეს თუნდაც უმნიშვნელო სიახლე.
     განსაკუთრებით მსიამოვნებს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. მიხარია, რომ მათ შორის ბევრი ნიჭიერი და მიზანდასახულია. შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ მე მათგანაც ბევრს ვსწავლობ.
     

No comments:

Post a Comment