ჩემი სკოლა მდებარეობს თბილისის ცენტრში, ვერაზე, ბარნოვის ქუჩა N 10-ში. შენობა არის სამსართულიანი, ნეოკლასიკური სტილის და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ თვალსაჩინო არქიტეტურულ ძეგლს.
XX საუკუნის დასაწყისიდან (1907 წ.) სხვადასხვა წლებში აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებდა გენერალ ვლადიმერ ანტონის ძე ლევანდოვსკის კერძო გიმნაზია, შემდგომში 42-ე, მე-9 ვაჟთა (რუსული), 49-ე საშუალო, 2005 წლიდან დღემდე 49-ე საჯარო სკოლა...
XX ს-ის დასაწყისიდან დღემდე სკოლამ აღზარდა არაერთი საამაყო ქართველი თუ სხვა ეროვნების საქვეყნოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, კერძოდ:
- აკადემიკოსები: თამაზ გამყრელიძე, რევაზ გამყრელიძე;
- თეატრის რეჟისორები: მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა;
- ქართული საბალეტო სკოლის ფუძემდებელი - ვახტანგ ჭაბუკიანი;
- კინორეჟისორები - ოთარ იოსელიანი, სერგო ფარაჯანოვი, რუბენ მამულიანი;
- კომპოზიტორი - ოთარ თაქთაქიშვილი;
- ცნობილი აფხაზი მწერალი - გიორგი გულუა;...
- მსოფლიო მასშტაბის ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი - თბილისის მოქალაქე, იგორ სიკორსკი...
მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
- 2002-2003 წლის კურსდამთავრებულები - ვახტანგ ფირფილაშვილი, ტრამვატოლოგ-ორთოპედი, მუშაობს გერმანიის ქალაქ პიმაზენსში კლინიკის წამყვან სპეციალისტად;
- ლაშა და ჯაბა მალაღურაძეები, დავით კაჭარავა - რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებია.
არანაკლებ წარმატებული მოსწავლეები გვყავს დღესაც სკოლაში: მსოფლიო ჩემპიონები ბატუტზე ხტომაში; წარმატებული მუსიკოსები.
ვთვლი, რომ ჩემი 49-ე საჯარო სკოლა არის ცოცხალი მემატიანე 21-ე საუკუნის თბილისის ცხოვრებისა.
No comments:
Post a Comment