ინტელის მერვე დღე:
ვისწავლეთ My Drive-დან ბლოგზე პრეზენტაციის გადატანა. გავიხსენეთ ტრენინგის პროცესში შესწავლილი თემები, დავგეგმეთ ბოლო დღის დავალება.
ინტელის მეშვიდე დღე:
გავეცანით მეოთხე მოდულს. ვისწავლეთ სარჩევის გაკეთება და გვერდების დანომვრა. შევისწავლეთ footer-ის და header-ის დანიშნულება.
ინტელის მეექვსე დღე:
გავეცანით სხვადასხვა პროგრამების (ვებ. გვერდების) მისამართებს, რომელიც ხელს შემიწყობს ჩემი პროექტის უკეთ წარმოჩენაში.
ინტელის მეხუთე დღე:
ძალიან საინტერესო იყო word-ის პროგრამაში object ღილაკის დანიშნულების განხილვა, developer menu-ს გამოყენება და შეფასების ფორმების შექმნა. აგრეთვე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებს.
ინტელის მეოთხე დღე:
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. მასალა ბევრია, რთული. მინდა გავიგო და დავიმახსოვრო, მაგრამ... ვისწავლე ჩემს დრაივში არსებული ინფორმაციის გაზიარება, კოლეგებთან ერთად ონლაინ რეჟიმში მუშაობა.
ინტელის მესამე დღე:
არანაკლებ შრომატევადი იყო ჩვენი ტრენინგის მესამე დღე. განვიხილეთ მესამე მოდულის საკითხები. ვისწავლეთ Google Drive-ში საქაღალდეების კეთება, კითხვარის შედგენა, Snipping Tool პროგრამის გამოყენება.