Thursday, April 16, 2015




ინტელის მერვე დღე:

     ვისწავლეთ My Drive-დან ბლოგზე პრეზენტაციის გადატანა. გავიხსენეთ ტრენინგის პროცესში შესწავლილი თემები, დავგეგმეთ ბოლო დღის დავალება.

Saturday, April 11, 2015

ინტელის მეშვიდე დღე:

     გავეცანით მეოთხე მოდულს. ვისწავლეთ სარჩევის გაკეთება და გვერდების დანომვრა. შევისწავლეთ footer-ის და header-ის დანიშნულება.

Monday, April 6, 2015

ინტელის მეექვსე დღე:

     გავეცანით სხვადასხვა პროგრამების (ვებ. გვერდების) მისამართებს, რომელიც ხელს შემიწყობს ჩემი პროექტის უკეთ წარმოჩენაში.
ინტელის მეხუთე დღე:

     ძალიან საინტერესო იყო word-ის პროგრამაში object ღილაკის დანიშნულების განხილვა, developer menu-ს გამოყენება და შეფასების ფორმების შექმნა. აგრეთვე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებს.

Saturday, March 28, 2015

ინტელის მეოთხე დღე:

   ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. მასალა ბევრია, რთული. მინდა გავიგო და დავიმახსოვრო, მაგრამ... ვისწავლე ჩემს დრაივში არსებული ინფორმაციის გაზიარება, კოლეგებთან ერთად ონლაინ რეჟიმში მუშაობა.

Thursday, March 26, 2015

ინტელის მესამე დღე:

   არანაკლებ შრომატევადი იყო ჩვენი ტრენინგის მესამე დღე. განვიხილეთ მესამე მოდულის საკითხები. ვისწავლეთ Google Drive-ში საქაღალდეების კეთება, კითხვარის შედგენა, Snipping Tool პროგრამის გამოყენება.


Sunday, March 22, 2015

ინტელის მეორე დღე:

   შრომატევადი და ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეორე დღე. გავეცანით პროექტზე მუშაობის თეორიულ და  პრაქტიკულ მასალებს, ასევე ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
   გავიგეთ, როგორ კეთდება მოსაწვევები, სერტიფიკატები ბროშურები Publisher document პროგრამაში. როგორ შევინახოთ ისინი და როგორ გავაგზავნოთ.